BBC- ის ინფორმაციით, მანქანის ნაწილის მოპარვისას ქურდმა ამერიკელი მსახიობი მოკლა. შემთხვევა ლოს ანჯელესში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ჯონი უექტორმა სასიკვდილო დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც შეაჩერა სამი მამაკაცი, რომლებიც გაჩერებული მანქანიდან კატალიზატორის ამოღებას ცდილობდნენ.
როგორც გარდაცვლილი მსახიობის დედა ამბობს, ჯონის ეგონა, რომ ავტომობილს აბუქსირებდნენ და საკითხავად მივიდა, რა ხდებოდა, რა დროსაც ესროლეს.