„გურიის მოამბის“ დამფუძნებელი და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
“26 მაისის ღონისძიების დროს ქალაქ ოზურგეთში გამოფენილი იყო ქართული შეიარაღებული ძალების მიერ მათ მფლობელობაში არსებული სამხედრო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღები ჩეხური წარმოების თვითმავალ არტილერიის მანქანებში დიდგორსა და კობრაშიც შევედი, დავათვალიერე ასევე გულდასმით გავეცანი ცეცხლსასროლ იარაღებს, მათ შორის, ამ ანტისნაიპერულ თუ კონტრ-სნაიპერულ შაშხანას. ოფიცრები და ჯარისკაცები ფოტოს, ჩემი თხოვნით, ჩემივე ტელეფონით ყველა ლოკაციაზე მიღებდნენ-ერთ-ერთი დავდე Facebook-ის საკუთარ გვერდზე და ხუმრობით ტექსტიც დავურთე.
დღეს კი უწყება მომივიდა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გთხოვთ, გამოცხადდით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გულუას ქუჩაზეო, – ამბობს ლადო მენაბდე.
მოგვიანებით, ვლადიმერ მენაბდე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე და ხვალ თბილისში გულუას ქუჩაზე გამოკითხვაზე არის დაბარებული.