ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში, ადგილობრივმა ხაბაზებმა140 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს და მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.
წინა სარეკორდო მიღწევა იტალიელებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც 2019 წელს 133-მეტრიანი ბაგეტი გამოაცხვეს.
ფრანგული სარეკორდო ცხობის პროცესის ნახვა ყველა მსურველს შეეძლო. 12 მეპურეს ბაგეტის გამოსაცხობად 14 საათი დასჭირდათ.
ეს მიღწევა გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ამის შემდეგ, ბაგეტი გაჭრეს და დამსწრეებს დაურიგეს.
ავტორი