რამდენიმე დღის წინ, გამოცემამ Deadline ბოლო დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეული შეადგინა.
სიის სათავეში მოექცა ანიმაციური სურათი „ძმები სუპერ მარიო კინოში“. პროექტის ავტორებმა სუფთა მოგების სახით 559 მილიონი დოლარი მიიღეს. გაქირავებაში კი სურათმა 1,36 მილიარდი დოლარი მოაგროვა.
გრეტა გერვიგის „ბარბის“ შემოსავალი უფრო მაღალი აღმოჩნდა – 1,44 მილიარდი დოლარი – მაგრამ სურათი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, რადგან სუფთა მოგებამ 421 მილიონი დოლარი შეადგინა.
საპატიო მესამე საფეხურზე „ადამიანი ობობა: სამყაროს მიღმა“ 328 მილიონი დოლარი აღმოჩნდა.
ათეულში ასევე მოხვდნენ: „ოპენჰაიმერი“, „ვონკა“, კუ-ნინძები“, „ლეკვების პატრული: მეგაფილმი“, „ტეილორ სვიფტი: The Eras Tour“, „5 ღამე ფრედისთან“, „გალაქტიკის მცველები 3“.
ავტორი