ცნობილი გახდა, რომ ინგლისის საგრაფო მერსისაიდის მცხოვრები ჯონ ტინისვუდი მსოფლიოს უხუცესი კაცი გახდა.
ჯონ ტინისვუდი 111 წლისაა და მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს.
ტინისვუდი 1912 წლის 26 აგვისტოს, საუსპორტში დაიბადა.
ტინისვუდს მსოფლიოს უხუცესი კაცის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გადასცეს.
მანამდე მსოფლიოს უხუცესი კაცის ტიტული ვენესუელელ ხუან ვისენტე პერეს მორას ეკუთვნოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ 114 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ავტორი