“ერო ჩემო! ეს არ არის ძლიერი მიწისძვრა, ეს არის საშუალო კლასის მიწისძვრა. ძლიერ მიწისძვრათა კლასი იწყება მომენტის მაგნიტუდა 6-დან. ეპიცენტრი იყო რაჭაში. თქვენამდე ვიდრე მოვიდა ტალღა, გზაში ენერგია დაცხრა და მაინც როგორ შეშინდით. ჰოდა, ყოველთვის გაგიმეორებთ, გაფრთხილებთ. ამ ქვეყანაში ძლიერი მიწისვრები ხდება სამწუხაროდ, რაჭა 1991 წელი, მაგნიტუდა 7. მოხდება მომავალშიც. სამწუხაროდ, არ ვიცით სეისმოლოგებმა ზუსტად სად და როდის. იცხოვრეთ კარგ სახლში, სხვაგვარად დაუცველნი ხართ! მოითხოვეთ უსაფრთხო საცხოვრისი!”_ წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე.
ცნობისთვის, საქართველოში ღამით 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი რაჭაში, ონთან მდებარეობდა.