ვერძი
ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევით. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს და ნაკლები – ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას. ამ დღეს ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა შედეგს გამოიღებს.
კურო
წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს სიმშვიდეს და თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. მშვენიერი პერიოდია სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის – გამოცდილი სპეციალისტის რჩევა პრობლემის სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
ეს საღამო თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებებს – შედეგი მოლოდინის საპირისპირო იქნება. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ – დღის მეორე ნახევარში ვითარება თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება.
კირჩხიბი
ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. დადგა დრო, დაეხმაროთ ადამიანებს, ვინც აქამდე უანგაროდ გვერდში გედგათ. კოლეგა დაწყებული პროექტის დასრულებაში ხელს შეგიწყობთ
ლომი
ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად ვარჯიშისა და დასვენებისთვის. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. სამსახურში უფროსთან რთული საუბარი თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება და ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.
ქალწული
შესანიშნავი დღეა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. კომერციული ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს. მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.
სასწორი
მოერიდეთ სამსახურში შეცდომების დაშვებას, რადგან ეს უამრავ პრობლემას შეგიქმნით. ნუ ჩაერევით კონფლიქტში რადგან კონფლიქტური მხარეების შერიგების ნაცვლად, ცეცხლზე ნავთს დაასხამთ. გადადეთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარება და დოკუმენტებს ხელს ნუ მოაწერთ.
მორიელი
თამამად შეუდექით ახალ საქმეს – ამ პერიოდში პლანეტების კეთილგანწყობა თქვენკენაა. ასე რომ, თუკი დიდი ხანია რამეზე ოცნებობთ, ღირს ამ მიმართულებით, მინიმუმ, ნახევარი ნაბიჯის გადადგმა და ახალი მიზნისკენ ტემპის აკრეფა.
თხის რქა
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. რთულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. ეცადეთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან კონფლიქტს მოერიდოთ.
მშვილდოსანი
საქმიანი სიახლეები გელით. ამ პერიოდში მზად ხართ, ნებისმიერ რთულ ამოცანას შეეჭიდოთ, თუმცა არ დავიწყოთ საკუთარი ინტერესები და ყველაფერს თქვენს თავზე ნუ აიღებთ. ეცადეთ, დიდი ხნით არ გადადოთ პროფილაქტიკური კვლევები.
მერწყული
დილიდან მძიმე და დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ ნერვიულობას, რადგან დიდია ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. სამთავრობო უწყებებში ვიზიტი დაწყებული პროექტის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას ან ძველი პირობის შესრულებას მოგთხოვთ. კომერციული ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს. მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.