ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მოსწავლის ბულინგში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
მშობელი „აჭარა თაიმსს“ უყვება, რომ ნატალია გოგუაძე კლასელების თანდასწრებით მის შვილს შეურაცხყოფას აყენებს.
შექმნილი ვითარების გამო, როგორც მშობელი ამბობს, იძულებული გახდა შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანოს. ლელა ვერძაძემ მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შესაბამისი, წერილობითი თხოვნით უკვე მიმართა.
„აჭარა თაიმსი“ კომენტარისთვის ნატალია გოგუაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ბრალდებები სასტიკად უარყო და მოკლე განმარტებით შემოიფარგლა.
ვრცლად: აჭარა თაიმსი