საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი,
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად გაეცნენ. სოფელ ჩიბათში, მდინარე ფიჩორის სანაპიროზე, კოლხეთის ეროვნული პარკის შესასვლელთან მიმდინარეობს: ნავმისადგომის, ღია კაფეს, საპიკნიკე და საპარკინგე ადგილების მშენებლობა. დასასრულის ეტაპზეა სოფელ ორაგვედან ჯუმათის მამათა მონასტერთან დამაკავშირებელი ველო და საფეხმავლო ბილიკის და 400 მეტრიანი ზიპლაინის მოწყობის სამუშაოები. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved