reuters– ის ინფორმაციით, დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმაში ბრალდებულს 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გავრცელებული ცნობით, პროკურორი თავისუფლების 26-დღიან აღკვეთას ითხოვდა.
თავდამსხმელი 39 წლის პოლონელი მამაკაცია, რომელიც დანიაში 2019 წლიდან ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ის ამტკიცებს, რომ პრემიერის მოწინააღმდეგე არ არის.