საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის რეგისტრაცია 15:00 საათზე გაიმართება,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია შეგნებულად არ გადის რეგისტრაციას, რის გამოც კვორუმი რამდენჯერმე ვერ შედგა.
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს კვორუმის გამო ვერ იწყება. სხდომის გახსნისთვის საჭიროა 76 კანონმდებლის რეგისტრაცია.