რამდენიმე დღის წინ, ნორმანდიაში მოკავშირეების გადმოსხდომის ოთხმოცი წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ამ ზეიმს სხვებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ასი წლის ჰაროლდ ტერენსიც დაესწრო.
ეს დღე ჰაროლდისათვის კიდევ ერთი მიზეზის გამო გამოირჩეოდა.
100 წლის ამერიკელმა თავის 96 წლის საცოლეზე ჯინ სვერლინზე იქორწინა.
ქორწინების ცერემონია ნორმანდიაში გაიმართა, სადაც ტერენსი ამერიკულ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.
საინტერესოა, რომ ქორწინების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ ახლადდაქორწინებული წყვილი დაესწრო სუფრას, რომელიც ელისეს სასახლეში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პატივსაცემად გაიმართა.
ავტორი