იტალიაში 32 წლის ძებნილი ქართველი დააკავეს.
მედიის ცნობით, ქართველი კაცი მანქანით საეჭვოდ გადაადგილდებოდა, რის გამოც პოლიციელებმა შეაჩერეს.
შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ქართველი ძარცვის, გატაცების, ნარკორეალიზაციისა და გაქცევის გამო იძებნებოდა.
საქართველოს მოქალაქე ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სხვა დეტალები უცნობია.