CIDRAP-ის ინფორმაციით, ინდოეთში და ჩინეთში H9N2 ფრინველის გრიპით ბავშვები დაინფიცირდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, გუანქსის პროვინციაში ფრინველის გრიპით 3 წლის ბიჭი დაინფიცირდა. მას სიმპტომები 2 მაისს დაეწყო, სხვა დეტალები უცნობია. წელს ჩინეთში, ფრინველის გრიპით ინფიცირების სულ 5 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება, ინდოეთში არსებულ ვითარებას, ბენგალის შტატში ვირუსი 4 წლის ბავშვს აღმოაჩნდა. როგორც ცნობილია, მას ანამნეზში ჰქონდა ზედა სასუნთქი გზების დაავადება, პირველად ჰოსპიტალიზირებული იყო თებერვალში რესპირატორული ვირუსული ინფექციების გართულების გამო, რომელიც მოიცავდა B გრიპს და ადენოვირუსს. მარტის დასაწყისში ბავშვი კვლავ ჰოსპიტალიზირებული იყო მძიმე რესპირატორული სიმპტომებით, რომლებიც დადებითად დაფიქსირდა არაქვეტიპური გრიპის A-ზე და რინოვირუსზე. გრიპის ვირუსის ნიმუშის შემდგომმა ტესტირებამ გამოავლინა H9N2. ბავშვი საავადმყოფოდან ჟანგბადის მხარდაჭერით 1 მაისს გაწერეს. მსგავსი სიმპტომები არ იყო მოხსენებული პაციენტის ოჯახში, საზოგადოებაში ან ჯანდაცვის კონტაქტებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, H9N2 ინფექციების უმეტესობა ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სპორადული ინფექციები სავარაუდოდ გაგრძელდება, თუმცა საერთო რისკი დაბალია, იმის გათვალისწინებით, რომ H9N2-ს არ ახასიატებს ადამიანებში ადვილად გადაცემის უნარი.
H9N2 ცირკულირებს როგორც დაბალი პათოგენური ვირუსი ფრინველებში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ჩინეთის კონტინენტზე ამ წელს ვირუსით ინფიცირების ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.