ლუდის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ შუმერები წერდნენ.
ლუდს ფეხმძიმეებსაც ასმევდნენ და ჩვილებსაც. ეს სასიამოვნო სასმელი დედის რძეზე მარგებლად მიაჩნდათ.
გერმანელი მკურნალი საუგფუსი კი ქალებს ურჩევდა, სახე ხშირად დაეზილათ ლუდის ქაფით, რათა კანი ჩვილივით ქორფა ჰქონოდათ.
ლუდი არა მარტო სასმელია, არამედ ერთგვარი სიცოცხლის ელექსირიცაა. მასში უამრავი ვიტამინი და მინერალია, მდიდარია ორგანული მჟავებით, ხელს უწყობს საკვების იოლად ათვისებას, მადას აღძრავს, აუმჯობესებს ძილს. ნაბახუსევზე რომ უებარია, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი.
მათთვის, ვინც მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა, ლუდი აუცილებელია. დასუსტებულ ორგანიზმს ბევრი ვიტამინი სჭირდება. ქარვისფერი სასმელი თირკმლებში, ღვიძლსა და ელენთაში საჭირო ვიტამინებს დააგროვებს და სისუსტეც უკვალოდ გაქრება.
ღია ფერის ლუდი გულის ტკივილსაც დაგიამებთ. 1 ჭიქა ლუდს ნახევარი ლიმონის წვენი გაურიეთ და კოქტეილი პატარა ყლუპებით მიირთვით. ლუდი მოგიწესრიგებთ წნევას, გააფართოვებს სისხლძარღვებს და სპაზმებს მოხსნის. თუმცა ლუდი სასარგებლოა, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
ავტორი
ავტორი