ცოტა ხნის წინ იაპონელმა ინჟინრებმა რობოტი-მოდელი შექმნეს, რომელსაც ტოკიოში მდებარე მაღაზიებიდან ერთ-ერთის ვიტრინაში დააყენებენ.
რობოტი მანეკენის ფუნქციას შეითავსებს და მომხმარებელს ტანსაცმელს წარუდგენს.
რამდენ ხანს იქნება რობოტი ვიტრინაში, ჯერჯერობით უცნობია.
მანეკენს ტიპური იაპონელი ქალის შეხედულება აქვს და შორი მანძილიდან შეუძლებელიც კია, ცოცხალი ქალისგან განასხვავო. რობოტს შეუძლია თავის მობრუნება და თვალების ხამხამი.