„მამაკაცები სქესთა ბრძოლაში მარცხდებიან,“ – ასეთი განცხადება გააკეთა მეცნიერმა ქალმა ჯენი გრეივსმა. მისი სიტყვებით, მამაკაცი, როგორც სახეობა, 5 მილიონი წლის შემდეგ მთლიანად გადაშენდება, რადგან Y-ქრომოსომა, რომელიც მამაკაცის გენზე აგებს პასუხს, სუსტია და დაშლის პროცესში იმყოფება.
როგორც ავსტრალიელი მეცნიერი ამბობს, ქალის X-ქრომოსომა 1 000-მდე გენს შეიცავს. მამაკაცის Y-ქრომოსომასაც დასაწყისში იმდენივე გენი ჰქონდა, რამდენიც ქალის ანალოგს, მაგრამ, ასობით მილიონი წლის განმავლობაში მუდმივ დაშლას განიცდიდა და თანამედროვე მამაკაცს მხოლოდ 100 გენი დარჩა.
როგორც ცნობილია, ქალებს ორი ქრომოსომა აქვთ (XX). გრეივსის აზრით, ეს საშუალებას იძლევა, დაზიანებულ გენებს ჩაენაცვლოს ჯანმრთელი.
მამაკაცის Y-ქრომოსომას კი ეს არ შეუძლია და სწორედ ამიტომ ხდება გენების დაკარგვა. პროცესი უკვე დაიწყო – ეს ცუდი სიახლეა. „კარგი“ კი ის არის, რომ მამაკაცების „სინსილის გაწყვეტა“ 5 მილიონი წლის შემდეგ მოხდება.
ექსპერტები გვაიმედებენ, რომ ეს დრო სავსებით საკმარისი იქნება, მედიცინის მეცნიერება ისე განვითარდეს, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, ან… შეიძლება, ადამიანის ახალი სახეობაც კი წარმოიშვას.