დედაქალაქის მერი კახა კალაძე მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.
„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის მტრებს, რადიკალებს, კრიმინალებსა და ქვეყნის პატრიოტებს შორის, იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება, განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს, იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა კახა კალაძემ.