SOLO, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ქომაგი, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერას განაგრძობს.
30 წელზე მეტია, ქართველი ქომაგები საქართველოს ეროვნული ნაკრების EURO 2024-ზე გასვლას ელოდებიან. ქართველი სპორტსმენების დამსახურებით, წელს პირველად, საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და F ჯგუფში მოხვდა.
პირველი შეხვედრა ნაკრებმა 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართა. ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის ემზადება.
იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს საზღვრებსაც გასცდენოდა, 22 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის მატჩის დღეს, SOLO მომხმარებლებს, SOLO Visa ბარათით გადახდისას, შესაძლებლობა ექნებათ, ჰამბურგში, ქალაქის მასშტაბით Bolt-ით მგზავრობისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს!
(R)