https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კომიტეტებმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს

15:13; 20.06.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე  „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.

 კანონპროექტების წარდგენამდე, სხდომის წამყვანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ განხილვას ოპოზიცია, ძირითადად არ ესწრება.

 „მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, ოპოზიცია  ჩვენი საზოგადოების წინაშე პირდაპირ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ის ეწინააღმდეგება ამ კანონმდებლობის მიღებას ან  გაურბის პასუხისმგებლობას, რომ საკითხის შინაარსობრივ განხილვებში შემოვიდეს”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საკანონმდებლო პაკეტი ზოგადი პრინციპების დონეზე, ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ  რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, კანონპროექტი  „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება.

„ეს ინიციატივა ერთგვარი ზნეობრივი სტანდარტის განმტკიცებისთვის არის. ამით ჩვენ ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას და ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს. ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რათა ამ ინიციატივებს საკანონმდებლო ჩარჩო ჰქონდეს, რომელიც დაფუძნებული იქნება  ასევე სამართლიანობის პრინციპებზეც. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო მიმდინარე წლის 17 მაისიც, როდესაც ასი ათასობით ქართველი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გამოვიდა თბილისსა და რეგიონებში ოჯახური ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ამ დღეს სამართლიანად აღნიშნა, ეს წარმოადგენდა ერთგვარ რეფერენდუმს და ამ დაკვეთის სისრულეში მოყვანა ჩვენი ვალდებულების და პასუხისმგებლობის ნაწილია”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 კანონპროექტის ძირითადი არსის თანახმად,  ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კანონპროექტით ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება.

 „საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებები. ეს ღირებულებები განმტკიცებულია, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც ოჯახის შექმნას ჯვრისწერის საიდუმლოებას უკავშირებს. ამ ღირებულებების შენარჩუნებასა და დაცვას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებაც, რომლის თანახმადაც, ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამ საკითხთან მჭიდროდ დაკავშირებულია ასევე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, რომელთა დასაცავად მიღებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი და მთელი რიგი სხვა საკანონმდებლო აქტები”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 მისი თქმით,  უკვე მიღებული საკანონმდებლო აქტების მიუხედავად, დღეს ლგბტ პროპაგანდა, ასევე ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების  საწინააღმდეგო პროპაგანდა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვადასხვა ქვეყნებისთვის. შესაბამისად, აუცილებელი გახდა  ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, რასაც წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი მიმართულია აგრეთვე იმ რისკების აღმოფხვრისკენ, რომლებიც დაკავშირებულია ინცესტის სამომავლო პროპაგანდასთან.

მისივე თქმით,  გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყოველი ადამიანის ძირითადი უფლებები აღიარებულია და დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, განურჩევლად ადამიანის ცხოვრების წესისა. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად არ ისახავს არცერთი ამ ძირითადი უფლების უგულებელყოფას.

როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, ეს ინიციატივა ასევე თანხვედრაშია იმ პროცესთან, რომელიც ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას უკავშირდება. მისი თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხარდამჭერი მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსს გამოხატავდნენ.

„სამწუხაროა, რომ ეს პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკური პარტიების დონეზე არ აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები არ წარმოადგნენ საკუთარ ამომრჩეველთა ინტერესებს. რა ინტერესებს წარმოადგენენ, ამაზე საზოგადოებამ გასცეს პასუხი, მაგრამ როცა ისინი სხდომას არ ესწრებიან, პრინციპების დონეზე განხილვაში არ მონაწილეობენ და საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ არც პარლამენტში და  არც ზოგადად, პოლიტიკური საქმიანობის დროს, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესს არ წარმოადგენენ. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიებისთვის ეს იმ განაჩენის საფუძველია, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნებზე იღებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელშიც პარლამენტის წევრებთან ერთად, სხვა დაინტერესებული პირებიც მონაწილეობდნენ.

კანონპროექტის მოთხოვნების აღსრულების მექანიზმებიდან გამომდინარე ცვლილებები 18 მოქმედ კანონში შედის.

ოთხივე კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“ – მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს

11:50; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

შათირიშვილი „ქართულ ოცნებაზე”: საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას

11:18; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: “ტრამპი ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე „მშვიდობის მტრედი“

10:59; 2 თებერვალი, 2026

The Telegraph - დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტი დაიწყო

კიმ ჩენ ინმა პუტინს ძაღლები აჩუქა

ყველა სიახლე

საზოგადოება

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ყველა მოსწავლეზე არ გავრცელდება

10:36; 3.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელი ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება _ გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:27; 3.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ჭკვიანი ადამიანები

10:10; 3.02.2026
ზაფრანი

ვინ ხდება საკუთარი სიკეთის მსხვერპლი

10:08; 3.02.2026
ზაფრანი

ხართ თუ არა დაცული მაგიური ზეგავლენისგან

10:07; 3.02.2026
ზაფრანი

გახდომის საუკეთესო გზა

9:59; 3.02.2026
საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო