ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საომარი მიზანი – ჰამასის ტერორისტული ჯგუფის აღმოფხვრა – ამჟამად მიუწვდომელია. ისრაელის მედიის ცნობით, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ღაზას ომთან დაკავშირებულ დაძაბულობას პრემიერ- მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მაღალჩინოსნებს შორის.
“ჰამასის განადგურების, ჰამასის გაქრობის საქმე – უბრალოდ საზოგადოებისთვის თვალში ქვიშის შეყრაა“, – ციტირებს ჰაგარის განცხადებას Times of Israel.
“ჰამასი არის იდეა, ჰამასი არის პარტია. ის ხალხის გულებშია ფესვგადგმული – ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჰამასის აღმოფხვრა, ცდება,“ – განაცხადა ჰაგარიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ “თუ მთავრობა ალტერნატივას ვერ იპოვის – [ჰამასი] დარჩება ღაზას სექტორში“.
ავტორი