„ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღის წესრიგში მისი პროკუროტად დანიშვნის საკითხი არ დგას.
“საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას”,_ განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს კანდიდატებად.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარ პროკუროად “ოცნება” ანრი ოხანაშვილის წარდგენას გეგმავს.