ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა.
მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმ-სპეციალისტებმა გაუწიეს. 100-მდე პაციენტმა კლინიკაში „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ რადიოლოგის, მამოლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება მიიღო. სამედიცინო აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებითა და კლინიკის „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით ჩატარდა.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved