ძლიერი ქარიშხალი იყო ალავერდში, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სახურავი, ალავერდის ეზოში არსებული ნარგავები, მიტროპოლიტის რეზიდენციის შენობა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რომლებსაც სახურავები აქვს გადახდილი.
ადგილობრივებმა განცხადებით, ქარბორბალა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და სადაც გადაიარა, იმ ტერიტორიაზე განადგურებულია ნარგავები, საცხოვრებელი სახლები და ამოტრიალებულია ავტომანქანა.
არსებული ინფორმაციით, ქარბორბალას შედეგად, არავინ დაშავებულა.