ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს.
როგორც ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, ჩამსხვრეულია ფანჯრები.
დავით ხომერიკის თქმით, მომხდარი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.
„ ოფისში რომ შევედით, აღმოვაჩინეთ, რომ შუშებია ჩამსხვრეული. აქ არის ორმაგი შუშები, თან ბანერია. ეტყობა, გაუჭირდათ შუშების ჩამსხვრევა, რამდენჯერმეა ქვები ნასროლი. ეს არის ფოთის ცენტრალური ქუჩა, სადაც ყველგან ვიდეოკამერებია. მოვიდა პოლიცია, ცდილობენ ამოიღონ ვიდეო კადრები. სიმართლე გითხრათ, გამოძიების დიდი იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს, ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით ხომერიკმა.
ავტორი