ამ წუთებში სოფელ გომის საჯარო სკოლაში მდინარე ბჟუჟას ხეობაში “ბასრა 1”, “ბასრა 2″, ” ბასრა 3″, “ბასრა 4” ჰესების სიმძლავრეების გაზრდის და ქსელზე დაერთების პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია “პარვუს ჯგუფიი” აპირებს ამ ჰესების მშენებლობას. თავდაპირველად სამი მცირე ჰესის მშენებლობას აპირებდნენ.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხსენებული კომპანია მცირე ჰესების სიმძლავრს 6 მეგავატიდან 30 მეგავატამდე ზრდის. დღევანდელი შეხვედრა სსიპ გარემოს დაცვითი ინფორმაცისაა და განათლების ცენტრის მიერ არის ორგანიზებული. შეხვედრას გარემოს ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და პარვუსს ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებიან. ამ დროისთვის ოფიციალური ნაწილი მიმდინარეობს, რის შემდეგაც კითხვებს ადგილობრივები დასვამენ. ინფორმაციისთვის, ორგანიზატორებისგან მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციიებისთვის შეხვედრის ჩატარების შესახებ ინფორმაციისთვის არ მიუწოდებია.