არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა. მან შეხვედრაზე ისაუბრა კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ სოფელ გომში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში ოთხი ჰესის მშენებლობის შესახებ.
ირმა გორდელაძე: ყველაფერი დაიწყო ერთი წლის წინ. სოფელ გომში მოხვდით ერთ-ერთ შეხვედრაზე და სწორედ ამ დღეს გავიგეთ, რომ „პარვუს ჯგუფი“ აპირებდა სამი ჰესის მშენებლობას. დეტალები არავინ არ იცოდა. აღმოვაჩინეთ, რომ უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და „პარვუს ჯგუფის“ შორის მემორანდუმი იყო გაფორმებული. ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებული იყო სოფელ გომში ბჟუჟის ხეობაში დაწყებული იყო მოსამზადებელი სამუშაოები.
ამ ეტაპამდე არ მიმიღია საჯარო ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან. ვითხოვდი, მოეცათ მემორანდუმი და ამ დრომდე არ მიმიღია მათგან პასუხი. ასევე, მივწერე გარემოს დაცვის სააგენტოს. მცირედი ომის შემდეგ მივიღე მათგან ინფორმაცია, თუ რას აპირებდა „პარვუს ჯგუფი“ ბჟუჟის ხეობაში.
თავდაპირველად არანაირი სიმძლავრის გაზრდა არ იგეგმებოდა, რადგან მცირე ჰესების მშენებლობა იგეგმებოდა და კანონმდებლობით არ საჭიროებდა გარემოს დაცვის პროცედურების, გზშ-ს და სკოპინგის გავლას.
ბჟუჟა არის ღვარცოფების მოვარდნებით ცნობილი. ეს ტერიტორია გეოლოგიურად, სეისმიურად საშიშია. ასეთ ადგილას აუცილებლად უნდა ჩატარდეს გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელდა „პარვუს ჯგუფის“ განცხადება. სადაც წერია, რომ აღნიშნული კომპანია დამატებით კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას აპირებს. ასე გამოდის, რომ შეიპარეს ნამცებების მოსაპოვებლად და მოუნდათ ბისკვიტი. მოხდა სკოპინგის ანგარიშის წარდგენა სოფელ გომში. ამ შეხვედრაზე ვესწრებოდი და პირდაპირ გეტყვით, რომ გავაპროტესტე. აქედან გამომდინარე, ეროვნული სააგენტოს სახელზე გავაგზავნე წერილი და მივუთითე, რა შენიშვნები და რეკომენდაციები მქონდა“, _ აღნიშნა ირმა გორდელაძემ შეხვედრაზე.
მანვე წარმოადგინა შეხვედრაზე შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც გარემოს დაცვის სააგენტოს გაუგზავნა.
„1. როგორც თავად კომპანია აღნიშნავს სკოპინგის ანგარიშში, თავდაპირველად კომპანიამ დაიწყო ” ბასრა” 1, ” ბასრა” 2 და ” ბასრა 3″ მცირე ჰესის (თითოეული 2 მგვ- მდე) სიმძლავრის ჰესების მშენებლობა. კომპანიამ და ჰესების კასკადის მშენებელობა დაიწყო ისე, რომ არ მოგვაწოდა საზოგადოებას და ადგილობრივი თემის მოსახლეობას არც გარემოსდაცვითი კვლევები,არც წყლის ეკოლოგიური ხარჯის განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია და ა. შ. არც სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი კვლევები. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში სამივე ჰესის სიმძლავრე 6 მგვ-მდე იყო, კვლევების ჩაუტარებლობის მიზეზად დასახელდა ის, რომ მცირე სიმძლავრის ჰესის პროექტი (2 მეგავატი) არ საჭიროებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი პროცედურების გავლასს. მაშინ როდესაც ჯამში სამივე ჰესის 6 მგვ მდე იყო. ამ ეტაპზე ამ ჰესების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და კომპანიამ ამა წლის 3 ივნისს მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე ზემოთ ჩამოთვლილი ჰესების სიმძლავრეების გაზრდის, , ასევე ” ბასრა” 4 ჰესის დამატების და, სიმძლავრეების გაზრდისა, ასევე ქსელზე დაერთების მოთხოვნით და სკოპინგის ანგარიშში წარადგინა, სადაც სიმძლავრეების გაზრდის მიზეზად დაასახელა შემდეგი: „” საკვლევ რეგიონში დაიწყო 110 კვ ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „” ოზურგეთი- ზოტიჰესის“ ” მშენებლობა ( გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება( N2-1078; 12/11 2019), რამაც შესაძლებელი გახადა გაიზარდოს „” ბასრა ჰესების“” დადგმული სიმძლავრის გენერირებული ელექტროენერგია ჩაირთოს „” ოზურგეთი- ზოტჰესის“” 110 კვ ძაბვის ქსელში.“” არადა როცა კომპანიამ დაიწყო შერჩეულ არეალში მცირე ჰესების მშენებლობა, ზემოთ აღნიშნული გადამცემი ხაზის ექსპლუატაცია დაწყებული იყო და შეუძლებელია, ამის შესახებ კომპანიას არ სცოდნოდა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა დიდი ეჭვი, რომ კომპანიამ ხელოვნურად, თაღლითურად დაანაწევრა ჰესების კასკადის პროექტი მცირე სიმძლავრეებად, რათა თავიდან აერიდებინა გარემოსდაცვითი კვლევები, საჯარო საზოგადოების მონაწილეობის პროცედურები და უკვე ჰესების მშებლობის დასრულების ეტაპზე მიემართათ სააგენტოსთვის სიმძლავრეების გაზრდისთვისასა და საჯარო განხილვებიც ნაუცბათევად ჩაატარონ. აღნიშნულის შესახებ, გთხოვთ, დამატებით იხილოთ „გურია ნიუსის“ 2023 წლის 20 სექტემბრის სტატია: „მოვუწოდებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, შეამოწმოს კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოები“. ასევე გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია ეკომ მიმართა ეროვნულ სააგენტოს კომპანიის საქმიანობის კანონიერებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ამა წლის 11 იანვარს.
- არც საწყის ეტაპზე და არც სიმძლავრეების გაზრდის მოთხოვნის ეტაპზე, კომპანიას არ წარმოუდგენია წყლის ეკოლოგიური ხარჯის გათვლები. კერძოდ: როგორ აპირებენ სიმძლავრეების გაზრდას? რა რაოდენობის წყალს დატოვებენ ეკოსისტემის საარსებოდ? სკოპინგის ანგარიშში არსად არაფერია წყლის ხარჯის შესახებ. მნიშვნელოვანია სკოპინგის ეტაპზე დაზუსტდეს, თუ რა მეთოდოლოგიით და რა ფაქტორების გათვალისწინებით მოხდება შემდგომში მდინარის ეკოლოგიური ხარჯის საკმარისობის შეფასება. კომპანიას საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება იქონიოს წყლის ხარჯის შემცირებამ მდინარის ეკოსისტემასა და მრავალფეროვნებაზე.
- მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ხარჯის დაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნას მდინარე ბჟუჟის ან ამ მდინარესთან დაკავშირებული სახეობების და ეკოსისტემის საჭიროებები, რათა პროექტის განხორციელებამ არ გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი, მითუმეტეს, როცა გეგმაშია ჰესის დამატება და არსებულის სიმძლავრეების გაზრდა 30 მგვ- მდე.
- ასევე, მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ხარჯის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნას ევროკავშირის წყლის ჩარჩო- დირექტივების მიდგომები: გარემოსდაცვითი ხარჯის შესაბამისობა წყლის ობიექტის ბუნებრივი ხარჯის დინამიკასთან- მდინარის ბუნებრივ კალაპოტში გასატარებელი გარემოსდაცვითი ხარჯი უნდა შედგებოდეს არა ერთი და იმავე სიდიდის ეკოლოგიური ხარჯისაგან მთელი წლის განმავლობაში, არამედ სხვადასხვა მონაკვეთში მდინარის ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების თავისებურებებისა და მიმდებარე ჰაბიტატების საჭიროებების გათვალისწინებით. არანაირი კვლევა, წყლის ეკოლოგიური ხარჯის შეფასება, ხარჯი სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი არ არის.
- რადგან ანგარიშში არ არის ეკოლოგიური ხარჯის შეფასება, ასევე ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვება და კვლევა, წარმოდგენილი თევზსავალის ტიპებიც საეჭვოა და გაურკვეველი. რატომ არის ასეთი ტიპის და არა სხვა სახის თევზსავალი შემოთავაზებული.
6.კომპანია ბიომრავალფეროვნებაზე უმნიშვნელო ზემოქმედებას პროგნოზირებს და ამას სათანადო კვლევებისა და შეფასებების გარეშე ახდენს. მდინარე ბჟუჟას ხეობა გამოირჩევა ბიომრავალფერივნებით და ზედაპირულად წინასწარი პროგნოზირების გაკეთება შესაფერისი დაკვირვებებისა და კვლევების გარეშე არის გარემოსდაცვითი კანონების დარღვევაა.
- სკოპინგის ანგარიშში არ არის ინფორმაცია საპროექტო არეალის გეოლოგიურ- სეისმურ კვლევებზე და სტიქიური მოვლენების განვითარების რისკებზე. მდინარე ბჟუჟა არის ღვარცოფებით და მოვარდნებით ცნობილი და ასევე, რთული გეოლოგიური მახასიათებლების მქონე ხეობა. “ – აღნიშნულია ირმა გორდელაძის მიერ გაგზავნილ წერილში.
ირმა გორდელაძემ შეხვედრაზე, ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობს კომპანიას და არ არის ხალხის მხარეს. მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებული პირდაპირ მხარს უჭერს ამ მშენებლობას.
„არ გვისმენს მოქალაქეებს და გარემოს დამცველებს, რომ მუნიციპალიტეტში საშინელი მდგომარეობაა კარიერებზე და ამას ემატება ოთხი ჰესის მშენებლობა ბჟუჟის ხეობაში. ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, გადაიხედოს „პარვუს ჯგუფის“ სკოპინგის ანგარიში. ყველას ვპირდები, ბოლომდე მივყვები ამ საკითხს!“ – აღნიშნა პრესკონფერენციაზე ირმა გორდელაძემ.
ამავე თემაზე: „პარვუს ჯგუფი“ მცირე ჰესების სიმძლავრს 6 მეგავატიდან 30 მეგავატამდე ზრდის
„ეს პროექტი ვერ გადავა გზშ-ს ეტაპს“ _ რა მოხდა სოფელ გომში ჰესების სკოპინგის ანგარიშზე
ავტორი