ჩინელი და ბელარუსელი ჯარისკაცები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გადიან.
როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, 6 ივლისს ბელარუსში ჩინეთის ჯარისკაცები ჩავიდნენ “ერთობლივი ანტიტერორისტული საწვრთნელი ვარჯიშებისთვის”.
სამინისტროს განცხადებით, მანევრები გაიმართება 8-19 ივლისს.
“ერთობლივი წვრთნა შექმნის საფუძველს ბელარუსსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებისთვის, სამხედროების ერთობლივი წვრთნის სფეროში,” – წერია განცხადებაში.