“გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პარტიები ერთი წელია ადგილებს ინაწილებენ სიაში და მათ ადგილები უფრო აღელვებთ, ვიდრე “ქართული ოცნების” დამარცხება და პოლიტიკური წარმატება.
“მე იმდენად ყელში ამომივიდა ამათი კეკლუცობა, რომ არ შემიძლია ამაზე სერიოზულად საუბარი. რამე გაერთიანება გააკეთონ ან არ გაერთიანდნენ. დაამთავრონ ამაზე საუბარი. თუ არ შეუძლიათ სიებზე შეთანხმება, ცალკე გავიდნენ. ჩვენი პარტია ქართველი ხალხის იმედად მოძრაობს და არ მგონია ქართველი ხალხი ამას უყურებდეს და მოსწონდეს, რომ პარტიები ერთი წელია ადგილებს ინაწილებენ სიაში. მათ ადგილები უფრო აღელვებთ ვიდრე “ქართული ოცნების” დამარცხება და პოლიტიკური წარმატება”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
წყარო: რუსთავი2