ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. როგორც ” გურია ნიუსს” წყარომ აცნობა, ცოტა ხნის წინ, ავტომობილი ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მოზარდს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამაშველო სამსახური და პოლიცია.
“ბავშვი გზაზე გადარბოდა და ამ დროს დაარტყა”, _ უთხრა გურია ნიუსს თვითმხილველმა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაშავებული კონტაქტური იყო და ის სასწრაფომ წაიყვანა.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.