ჩოხატაურში სამოქალაქო ბიუჯეტის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
შეგახსენებთ, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული მამოგრაფიაზე დაფუძნებული უფასო სკრინინგ პროგრამის დანერგვის პროექტი გახდა. მამოგრაფიის აპარატი უკვე შეძენილია _ კლინიკაში „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ 40-დან 70-წლამდე ასაკის ქალბატონები უფასო სკრინინგ-პროგრამით ისარგებლებენ. პროექტის ავტორმა სალომე გუდავაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აპარატი პირადად წარუდგინა. ჩოხატაურში მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელებისთვის 50 000 ლარი იყო გამოყოფილი და მოქალაქეებს საკუთარი იდეების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved