ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.
მისივე თქმით, შეჩერებულია პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში.
„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში“, – აღნიშნა გასრიმ.
ამასთან, ბასტილიის დღის აღსანიშნავად საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ სადღესასწაულო მიღებასთან დაკავშირებით შერაზ გასრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის დევიზია – თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და რომ ფრანგი ხალხი ამ ღირებულებებით არის გაერთიანებული.
ვრცლად: 1tv.ge