ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის მკვიდრი ირაკლი ირემაძეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძე ავრცელებს.
“მძიმე დღეა ჩვენი სოფლისთვის. სიტყვები არასოდეს იქნება საკმარისი, რომ გამოხატოს ჩვენი მწუხარება და ტკივილი ირაკლის დაკარგვის გამო.
იკა მუდამ დარჩები ჩვენს გულებში და მოგონებებში.
მშვიდობით! _ წერს სოციალურ ქსელში ბესო ქათამაძე.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ბათუმში დღეს დილით მოხდა. 17 წლის ბიჭი ახლა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულოდან გადმოვარდა.
შსს განმარტეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მომდინარეობს.