ოზურგეთში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “მედალფაში”გადაიყვანა.
მედიკოსების განცხადებით , პაციენტს ამ წუთებში შესაბამისი კვლევები უტარდება.
როგორც “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.