აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს ოვალური კაბინეტიდან მიმართა და თქვა, რომ საჭიროა პოლიტიკაში ტემპერატურის დაწერვა. ეს ხდება მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს.
“მინდა ამაღამ გესაუბროთ იმაზე, რომ საჭიროა ჩვენ პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და გვახსოვდეს, რომ როდესაც არ ვეთანხმებით, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეზობლები, ჩვენ ვართ მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქეები და რაც მთავარია, ჩვენ ამერიკელები ვართ. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ”, – განაცხადა მან.
ბაიდენის თქმით, თავდასხმა მოუწოდებს ამერიკელებს, გადადგან ნაბიჯ უკან, გაიგონ სად არიან, წავიდნენ წინ ამ ადგილიდან. მისი განცხადებით, არ შეიძლება ამერიკამ პოლიტიკური ძალადობის ნორმალიზება დაუშვას და რომ “ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის. ნებისმიერი ძალადობის”.