EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში ესპანეთის უძლიერეს გუნდთან დამარცხდა. გამორჩეული იყო ესპანური ნაკრების მცველი მარკ კუკურელია, რომელზეც ქართველები ყველაზე ბევრს ხუმრობდნენ, მისი გვარის მეგრულ გვარებთან მსგავსების გამო.
ვინ არის მარკ კუკურელია
25 წლის სპორტსმენი მარკ კუკურელია სასეტა დაიბადა 1998 წლის 22 ივლისი. ესპანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბ ჩელსისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდის მოთამაშეა.
ფეხბურთისადმი მისი სიყვარული 4 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამამ ბარსელონას ესპანიოლის აკადემიაში წაიყვანა. მალე ესპანურმა ქალაქ ბარსელონამ ყურადღება მიაქცია 14 წლის ბიჭს, რომელიც თავდაუზოგავად ვარჯიშობდა აკადემიაში. მცველისთვის მცირე სიმაღლის მიუხედავად (173 სმ), ის კარგად ხსნიდა ბურთს ჰაერში.
2022/2023 სეზონში, კუკურელიამ ლონდონის ჩელსისთან ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სატრანსფერო რბოლაში ჩელსიმ მანჩესტერ სიტის მოუგო და კუკურელია ხეტაფედან ჩელსიში რეკორდულ 75 მილიონ ევროდ გადავიდა. ბონუსების ჩათვლით მას კვირაში დაახლოებით 200 ათასი ევრო აქვს ხელფასი.
თუმცა, ესპანელი სპორტსმენის კარიერა ლონდონურ კლუბში არ გამოვიდა. სადებიუტო სეზონში მან 33 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ცუდად ითამაშა. ის ჩელსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველი აღმოჩნდა. სპორტული მედია მის კარიკატურებს აქვეყნებდა და წერდა, რომ ის იყო მოთამაშე, რომელმაც მოლოდინი ვერ გაამართლა.
კუკურელამ აღიარა, რომ 2022/2023 წლების სეზონი მისთვის რთული იყო, რადგან კარიერაში პირველად ითამაშა ტოპ კლუბში და დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. როლი ტრავმებმაც ითამაშა, რის გამოც კარგ ფორმაში ვერ იყო.
“მთელი ჩემი კარიერა პატარა კლუბებში ვითამაშე, სადაც ასეთი ზეწოლა არ არის. როდესაც დიდ გუნდში მიდიხარ, მაშინ გრძნობ ამ დაძაბულობას, თამაში ადვილი არ არის, რადგან იცი, რომ ყველა მატჩის მოგება გჭირდება. ხანდახან ასეთ სიტუაციებთან ადაპტაცია გიწევს, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია. არის კარგი და ცუდი წლები, მაგრამ მთავარია საკუთარ თავზე იმუშაო“, – აღნიშნა მან.