“დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს და ევროკავშირმა მათ მტკიცე ერთგულება უნდა აჩვენოს”,_ ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანისთვის ძვირ საფასურს იხდის. ამიტომ, არჩევანი ჩვენც უნდა გავაკეთოთ და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება. მათი მომავალი თავისუფალი და წარმატებული იქნება, ჩვენს კავშირში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას, რომლის ფარგლებშიც მან 5-წლიანი გეგმა წარადგინა.