პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა _ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ იკითხა, რატომ არ ეხება ამნისტია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებს.
ამის საპასუხოდ “ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა აქუბარდიას “არაკომპეტენტური“ უწოდა და უთხრა, რომ მას რომ პროექტი წაკითხული ჰქონდეს, ასეთ კითხვებს არ დასვამდა.
“ბატონო რატი, თქვენგან შეურაცხყოფას მიჩვეული ვარ და როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა!” _ უპასუხა თეონა აქუბარდიამ იონათამიშვილს.
ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას მიკროფონი გაუთიშა, “ოცნების” წევრმა გრეტა წიწავამ კი “უზნეო” უწოდა.
“თუ პატიმრები არ გაინტერესებს, კორექტულად მაინც მოიქეცი!” _ უთხრა წიწავამ ოპოზიციონერ დეპუტატს.