საქსტატის ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდება.
“აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება:
პირველ ეტაპზე, მარტივი პროცედურით, თავად მოგიწევს თვითრეგისტრაციის გავლა. ამისთვის საჭირო იქნება, რომ შესაბამის საიტზე სულ რამდენიმე კითხვას გასცე პასუხი.
მეორე ეტაპზე კი, ჩვენ მიერ გადამზადებული აღმწერები კარდაკარის პრინციპით ივლიან და პირადად ჩაატარებენ გამოკითხვას”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.