ბოლო სამი წელის განმავლობაში საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს წელს აღნიშნული ვირუსული დაავადების მქონე 12-მა პაციენტმა მიმართა.
როგორც თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოს ყირიმ-კონგოს ცხელებით ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში, რაც მიუთითებს, რომ პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა სათანადოდ ხდება.
“მიუხედავად იმისა, რომ 12-ვე პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ, არცერთი არ გარდაცვლილა. ხოლო შარშან და შარშანწინ, გვქონდა გარდაცვალების ორი თუ სამი შემთხვევა. მთავარია, რომ ყველამ იცოდეს ყირიმ-კონგოს ცხელების საწყისი ნიშნები. დიაგნოზი რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე თუ არ დაისმევა, ეჭვი იქნას მიტანილი და გამოგზავნილი იქნას თბილისში და თუ დადგინდა ყირიმ-კონგოს ცხელება, პაციენტის გადმოყვანა და ტრანსპორტირება დაუყონებლივ ხდება”,_ აცხადებს “პირველ არხთან” თენგიზ ცერცვაძე.