ბავშვები დაბადებიდან ივითარებენ თამაშისა და სხვებთან ურთიერთობის 7 სენსორულ სისტემას (ყნოსვა, გემოვნება, შეხება, წონასწორობა, მხედველობა და სმენა). სენსორული სისტემების ცუდად მუშაობის შემთხვევაში ბავშვებს პრობლემა ექმნებათ სხვადასხვა ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა კვების სირთულეები, თვითმოვლა, ტანსაცმლის გარკვეული ფაქტურების უარყოფა და სხვა.
სენსორული შიმშილი სენსორული ინტეგრაციის სირთულის ერთ-ერთი ფორმაა, სენსორული ინტეგრაცია გულისხმობს სხეულიდან და გარემოდან მიღებული სენსორული იმპულსების ტვინისთვის მიწოდებას, გადამუშავებას და საპასუხო რეაქციას. სენსორულმა შიმშილმა შეიძლება გავლენა იქონიოს განვითარების ზოგად ტემპზე, დასწავლის უნარებზე , ქცევასა და ემოციურ თვითრეგულაციაზე. სენსორული სფეროს სირთულეები ხშირად ახასიათებს აუტისტური სპექტრის დარღვევას (აუტიზმის მქონდე ადამიანთა 90%-ს სხვადასხვა თავისებურება ახასიათებს). სენსორული თერაპია მოიცავს კონტროლირებად გარემოში შესაბამისი სტიმულების მიწოდებას გულისხმობს, უნდა ვიზრუნოთ გარემოს ადაპტირებაზე ბავშვის საჭიროების შესაბამისად და იმაზე, რომ მოხდეს სხვადასხვა ტიპის სენსორული აქტივობის, ბავშვის ყოველდღიურ რუტინაში ინტეგრირება. სენსორული ინტეგრაციის თერაპიის მიზანია, დაეხმაროს ბავშვებსა და ოჯახებს შეგრძნებების მოწესრიგებაში და ბავშვების ყოველდღიურ, მათთვის აუცილებელ და ასაკის შესაბამის აქტივობებში სრულფასოვნად ჩართვაში. ამ მხრივ საუკეთესოა სენსორული თამაში. ამ დროს ბავშვი თავს გრძნობს დაცულად, რადგან ამ თამაშში არ არსებობს არასწორი ქმედება და ბავშვს შეუძლია თამაშის პროცესის მართვა, შეცვლა და ექსპერიმენტის ჩატარება. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved