გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა.
შინაგან საქმეთა სამინოსტროს ინფორმაციით, კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველომ შეფასების 4 – ბალიანი სისტემით 3,5 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში 50-ე ადგილზე გავიდა.
2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. საქართველოს 2012 წელს შეკრების თავისუფლების მიხედვით ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად და მსოფლიოში 99-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა.
საქართველო მინიჭებული ინდექსის მიხედვით, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, თურქეთი და ა.შ.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ისტორიულად ყველაზე მაღალი შეფასებები საქართველომ წელს და შარშან გამოქვეყნებულ ინდექსში მიიღო.