თბილისში, თერგის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი დაჭრეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პირი, რომელმაც კაცი დაჭრა, ცხელ კვალზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით დააკავეს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.