ოქრო მისტიკური თვისებების მატარებელია – ასე მიაჩნია ბევრს. მაგალითად, არსებობს რწმენა, რომ სხვისი საქორწინო ბეჭედის გაკეთება ცუდის ნიშანია.
მოარული აზრის თანახმად, არ შეიძლება დედამ ქალიშვილს საკუთარი საქორწინო ბეჭედი აჩუქოს, მით უმეტეს, თუ წარუმატებელი პირადი ცხოვრება აქვს. ასეთ ბეჭედს, შვილისთვისაც წარუმატებელი ოჯახური ცხოვრება მოაქვს.
არსებობს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი: თუ ქალის ოქროს ძეწკვი ან ბეჭედი უმიზეზოდ გამუქდა, მაშინ სამკაულის პატრონს გინეკოლოგიური დაავადება აქვს.
მეცნიერების მიერ ზუსტად არ არის დადგენილი რა როლს თამაშობს ოქრო ჩვენს ჯანმრთელობაზე და გვკურნავს თუ არა, მაგრამ ის ქალბატონები, რომლებიც მუდამ ატარებენ ოქროს სამკაულებს, ნაკლებად ავადმყოფობენ და ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში. ეს უკვე სოციოლოგებმა დაადგინეს.