დილაადრიან, ოზურგეთში, დედის წინ მოსიარულე კვიცივით იმიტომ მიხტოდა, რომ ახალ ნაწვიმარზე დამდგარ გუბეში ფეხი ჩაებიჯებინა- ბავშვის ცნობისმოყვარეობის შესატყვისი ქმედება ასეთ დროს არავის უკვირს.
დედა გაუბრაზდა, ქალბატონს უფრო პატარა ბიჭი ჰყავდა გულზე მიკრული. უზარმაზარი ლურჯი თვალები ნახევრად აუვსო ცრემლებმა, რომელმაც მაინც ვერ დაფარა ცის სიკამკამე.
-რა გქვია, რა გვარი ხარ, სად ცხოვრობ, პაწაწინავ?
-მარი მქვია, მგელაძე ვარ, ლაითურში ვცხოვრობ, სამის ვარ,_ სხაპასხუპით ჩაილაპარაკა და თან სამი თითი გაშალა, უფრო ზუსტად რომ ეჩვენებინა _ აი, ამდენის…
_დედას რა ჰქვია?
_დედას?…დამავიწყდა…ჰო, დედას დედა ჰქვია, ძმას ანდრია_ გვითხრა მარიამმა და იმდენად გაერთო საუბარში, თქვენთან წამოვალო, ისიც გვითხრა.
ჩვენც დავეთახმეთ, ოღონდ ასეთი ფორმით-ლაითურის პაწაწინა მშვენება, მარიამ მგელაძე.
ავტორი