სვანეთში დაკარგულების ნათესავი, ანი წერედიანი ავრცელებს ცნობას, რომ მიაკვლიეს მათ ადგილსამყოფელს და ორივე პირი ცოცხალია.
“ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია” – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დაკარგული ორი ახალგაზრდაზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკით გადაადგილდებოდნენ. ისინი სატელეფონო კავშირზე, ბოლოს 22 ივლის გავიდნენ. ამბობდნენ, რომ გზაა აებნათ და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხეს ადგილზე დროულად მისვლა, თუმცა მას შემდეგ, ორივე პირის კვალი კვლავ გაქრა. სატელეფონო კავშირით დადგინდა, რომ ისინი ლენტეხის მიმართულებით იმყოფებოდნენ.
სამძებრო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილობრივებიც იყვნენ ჩართულები. პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს დილით ჩაერთო. ძებნის ოპერაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი ადგილიდან ხელმძღვანელობდა.