“ხვალ, დღის პირველ ნახევარში შენარჩუნდება ნალექი, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში +28, +31 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +26, +27 გრადუსი დაფიქსირდება”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, დასავლეთ საქართველოსთვის შედარებით კარგ ამინდად შეიძლება ჩაითვალოს 29 – 30 ივლისი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +33, +34 გრადუსამდე. 30-31 ივლისის საღამოს საათებში, კვლავ მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 31 ივლისს კვლავ დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე.
რაც შეეხება, აღმოსავლეთ საქართველოს, 30 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს ღამის საათებში იწვიმებს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, მატულობს სეტყვის შესაძლებლობა.
1 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს. 4 აგვისტომდე კი მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე ხასიათის წვიმები.