პარასკევს, 2 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრას მართავს.
მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მოქალაქეებს კონსულტაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაუწევენ. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს არეგისტრირებს. შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები, ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. 2 აგვისტო, 11:00 საათი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზი |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved