IsraelTimes– ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს “წინა რთული დღეები ელის”.
თელ-ავივში სამხედრო შტაბთან საუბრისას, უსაფრთხოების კაბინეტის სამსაათიანი სხდომის დასასრულს, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი საფრთხეების წინაშე დგას მთელი რეგიონიდან ბეირუთში ფუად შუკრის მკვლელობის შემდეგ, რომელსაც მან “ჰეზბოლას შტაბის უფროსი” უწოდა.
”ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის,” _ განაცხადა მან, ”და ვიდგებით ერთად და მტკიცედ ყოველი საფრთხის წინააღმდეგ. ისრაელი ძალიან მძიმე ფასს მოითხოვს ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიისთვის.”