ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი ძმანაშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური 60 ქულიდან 54 ქულა მოიპოვა.
როგორც ირაკლი გვეუბნება, ფსიქოლოგობას აპირებს, თუმცა ჯერ უნივერსიტეტი საბოლოოდ შერჩეული არ აქვს.
შეკითხვაზე, მარტივი იყო თუ არა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, ირაკლი ძმანაშვილი გვპასუხობს:
_ შესაბამისი ცოდნითა და ემოციების მართვით ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მონდომება და ყველაფერი კარგად ჩაივლის.
“გურია ნიუსი” ირაკლის და ყველა კურსდამთავრებულს წარმატებებს უსურვებს!